მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პლასტიკის რეგულირება, რთველი 2026, აგროკრედიტი... - დღეს, მთავრობა 7 საკითხს განიხილავს

მთავრობა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14 საათზე მთავრობის სხდომა ჩაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეთი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხზე იმსჯელებს.

მათ შორის არის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც დავით სონღულაშვილმა უნდა წარადგინოს. ამასთან, მეშვიდე საკითხი საიდუმლოა და 3 პროექტს მოიცავს.

დღეს მთავრობა შემდეგ საკითხებს განიხილავს:

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ტაბასათვის აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „საერთაშორისო ენერგო კორპორაციას“ შორის „ლუხუნი 2 ჰესის“ შესახებ 2020 წლის 12 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი

4. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“

მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ზოგიერთი ქვეკომპონენტის ამოქმედების თაობაზე“

მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „2026 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“

მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი

7. საიდუმლო (3 პროექტი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები