პლასტიკური ქირურგიის, როგორც ბიზნესისთვის, 2023 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, გაიზარდა როგორც ინდუსტრიის წლიური ბრუნვა, ისე კლინიკებში ადგილობრივი თუ უცხოელი პაციენტების რაოდენობა. მოთხოვნასთან ერთად, გაიზარდა ფასებიც, რაც ძირითადად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას უკავშირდება. როგორ ვითარდება მედიცინის ეს მიმართულება საქართველოში, რა ადგილი უკავია სამედიცინო ტურიზმში და რა უპირატესობა გვაქვს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შედარებით?