მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

პლასტილინის ერთადერთი ქართული მწარმოებელი "გამა" გუაშის წარმოებასაც გეგმავს

პლასტილინის ერთადერთი ქართული მწარმოებელი კომპანია „გამა“, რომელიც უკვე ერთი წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, უახლოეს მომავალში მომხმარებლებს ქართული წარმოების გუაშსაც შესთავაზებს. ამის შესახებ თავად კომპანიის თანადამფუძნებელმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ამ ბიზნესის გაკეთების იდეა წამოვიდა ოჯახიდან, ბავშვებთან თამაშის დროს, მქონდა პლასტილინის წარმოების პატარა გამოცდილებაც და 2019 წელს იდეაც განვახორციელეთ. ზუსტად ერთი წელი დაგვჭირდა საბოლოო პროდუქტის მისაღებად", - აღნიშნა BMG-სთან საუბარში „გამა“-ს თანადამფუძნებელმა, ზურაბ აბაშიძემ.

250 კვადრატულ მეტრზე მდებარე საწარმოში 120 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, სადაც ყოველთვიურად ორი-სამი ტონა პლასტილინი იწარმოება.

„ჩვენი პლასტილინი შემიძლია გითხრათ 100%-ით საკვები პროდუქტებისგან და საკვები დანამატებისგან არის დამზადებული, რაც საკონდიტრო წარმოებაში გამოიყენება და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ბავშვებისთვის“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძე.

„გამა“ 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ის მომხმარებლებს 25 დასახელების პლასტილინს სთავაზობს.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები