მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“პლასტმასას გამოყენება 90%-ით გვაქვს შემცირებული”- შერატონ მეტეხი პალასი

შერატონი აუზი

ქვეყანაში პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით, პლასტიკის ბოთლებით სასმლის რეალიზაცია კონკრეტულ დაწესებულებებში შეიძლება აიკრძალოს. გეგმები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კერძო სექტორს დახურულ კარს მიღმა წარუდგინა.

"შერატონ მეტეხი პალასში" BMG-სთან ამბობენ, რომ სასტუმრო წლებია ეკომეგობრულ პროდუქციას იყენებს, ერთადერთი ლოკაცია კი, სადაც გარემო პირობების და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით პლასტიკის გამოყენება ხდება აუზის სივრცეა.

“ჩვენ უკვე 90%-ით გვაქვს სრულიად პლასტმასა შემცირებული და სრულიად გადასულები ვართ შუშაზე, როგორც შეხვედრების განყოფილებაში, ასევე კვების აქტივობის სივრცეში და ასევე ოთახებშიც. ერთადერთი გამოწვევა რაც იყო, ეს არის აუზის სივრცე, სადაც გვიწევს სტუმრების პლასტმასის პროდუქტით გამასპინძლება.

ეს რეგულაცია, ჩვენთვის, სიახლე არ არის, თუმცა ბიზნესსექტორისთვის რაღაც წილად შეიძლება იყოს შემაფერხებელი. სხვა კაფეებისგან და რესტორნების მფლობელებისგან უკმაყოფილება იყო იმაზე, რომ პროდუქციისთვის ადგილი არ ეყოფათ, ასევე კითხვებია მუნიციპალურ სამსახურებთანაც, რადგან შუშის სეპარაცია სტანდარტულად არ ხდება. ერთი პრობლემური საკითხი არის ისიც, რომ პლასტმასა უფრო იაფი ღირს და შუშა უფრო ძვირი და კითხვები იყო იმაზე, თუ რამდენად იქონიებს ეს გავლენას, როგორც კომპანიებზე, ისე მომხმარებლის ჯიბეზე.

ჩვენ შუშით ვერ ვიმუშავეთ აუზზე, ამიტომ ინიციატივა უნდა წამოვიდეს მომწოდებლებისგან და მეწარმეებისგან, ვინც პლასტმასის მაგივრად სხვა პროდუქტს დანერგავს, თუნდაც შეიძლება ეს იყოს ტეტრაპაკი. მინა შეიძლება ნებისმიერ დროს გატყდეს აუზზე და უსაფრთხოების მხრივ არანაირად არ არის დაშვებული. ეს უფრო კომპანიების, საფიქრალია, რას შემოგვთავაზებენ ამ რეგულაციებიდან გამომდინარე,”- ამბობს "შერატონ მეტეხი პალასის" კვების და სასმელების ოპერაციების მენეჯერი, ლაშა ჯანაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები