მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პლატინის ფასი მკვეთრად იზრდება – რა არის მიზეზი?

პლატინა

სასაქონლო ბირჟაზე პლატინის ფასი მკვეთრად იზრდება. ბოლო ერთ თვეში ძვირფასი მეტალი 35%-ით გაძვირდა და უნციაზე $2,100-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. გაცილებით დიდია ზრდა, რომელიც ძვირფასმა ლითონმა ერთი წლის ჭრილში დაფიქსირდა, რადგან ამ პერიოდში უნცია პლატინის ფასი 120%-ითაა გაძვირებული და ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება.

ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, პლატინას ზუსტად ისეთი შედეგი აქვს, როგორიც ვერცხლს, რაც იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, ინვესტორები თანხის დაბანდებას ძვირფას მეტალებში იწყებენ.

ზოგადად, პლატინა დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მეტალია, რომელიც, უმეტესწილად, ავტომობილის კატალიზატორების წარმოებაში, ნავთობის გადამუშავებაში და ქიმიურ და ელექტრულ წარმოებაში გამოიყენება.

პლატინის 80%-ზე მეტი სამხრეთ აფრიკაში მოიპოვება, მაგრამ დიდი მოცულობით მეტალის რეზერვებს ასევე ფლობენ რუსეთი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.

პლატინის მსოფლიო საინვესტიციო საბჭოს (WPIC) დათვლებით, პლატინის ბოლოდროინდელი გაძვირება ძვირფას მეტალზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის შედეგია. საინტერესოა, რომ ამ მოთხოვნას არა პრაქტიკული მოხმარება, არამედ სპეკულაციური ვაჭრობა განაპირობებს, ანუ პლატინას არა რეალური პროდუქტების მწარმოებლები, არამედ ტრეიდერები ყიდულობენ, რათა მომავალში ის უფრო ძვირად გაყიდონ და ამით ისარგებლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები