იაპონური კონგლომერატი Sony Corporation 6 წლის წინ გამოშვებული PlayStation 4-ის შესაცვლელად ემზადება. სახლის ახალი ვიდეოთამაშის PlayStation 5-ის მინიმალური ფასი სავარაუდოდ $470 იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას games.slashdot.org ავრცელებს Bloomberg-ზე დაყრდნობით.
ინსაიდერების ინფორმაციით, Sony-ში აცხადებენ, რომ თვითღირებულება $450-ია. იმისთვის, რომ პროექტი მომგებიანი აღმოჩნდეს ფასი საშუალოდ $20 უნდა გაიზარდოს.
ცნობილია, რომ კომპანიის მიერ 2013 წელს გამოშვებული PlayStation 4-ის თვითღირებულება $381 იყო. კომპანიამ პროდუქტი გასაყიდად $399-ად გამოიტანა.