მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PlayStation Store-ს ფასების გამო, Sony-ს შესაძლოა, $7.9 მილიარდის გადახდა დაეკისროს

sony

21 ნოემბერს ლონდონის ტრიბუნალმა განაცხადა, რომ Sony-მ 6.3 მილიარდ ფუნტამდე ($7.9 მილიარდი) უნდა გადაიხადოს, მათი თქმით, მიზეზი ის არის, რომ მწარმოებელმა თავისი დომინანტური პოზიცია ბოროტად გამოიყენა და მომხმარებლისთვის PlayStation Store-ს ფასები არასამართლიანად გაზარდა.

საქმე ის არის, რომ 2022 წელს გაერთიანებულ სამეფოში Sony Interactive Entertainment (SIE)-ს თითქმის 9 მილიონი ადამიანის სახელით უჩივლეს, აღნიშნულმა ადამიანებმა ციფრული თამაშები Sony-ს PlayStation Store-ის მეშვეობით იყიდეს.

ამ ყველაფრის კონტექსტში მომხმარებელთა ადვოკატმა, ალექს ნილმა, Sony-ს წინააღმდეგ საქმე აღძრა, რომლის ღირებულება, პროცენტის გარეშე, 5 მილიარდ ფუნტამდეა ($6,23 მილიარდი). მასთან ერთად პროცესში ჩართული ადვოკატები აცხადებენ, რომ გასულ თვეში, სასამართლოში საქმის ზარალის მთლიანი შეფასება 6,3 მილიარდ ფუნტამდე იყო.

ნილის თქმით, კომპანიამ ბოროტად გამოიყენა თავისი დომინანტური პოზიცია და ციფრული თამაშებისა და დანამატების ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ PlayStation Store-ის მეშვეობით მოინდომა, რომელიც 30%-იან საკომისიოს უხდის დეველოპერებსა და გამომცემლებს. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ აღნიშნულის გამო, მომხმარებელმა, თამაშებსა და დანამატებზე უფრო მაღალი ფასები გადაიხადეს.

ამასთან, კონკურენციის სააპელაციო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ნილის საქმე გაგრძელდება, თუმცა, ადამიანები, რომლებმაც 2022 წელს PlayStation Store-ში შესყიდვები საქმის წარდგენის შემდეგ გააკეთეს, ამოღებულნი იქნებიან შემოთავაზებული მოსარჩელეთა სიიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები