PLUS ქულების დაგროვება ერთი საქმეა, მაგრამ მათი გონივრულად დახარჯვა – მეორე. 5 ივლისი, ანუ PLUS-ის დაბადების დღე ის დღეა, როცა დაგროვებული ქულებით შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ნივთები, რომლებზეც 50% ფასდაკლება, დიდი ალბათობით, სხვა დროს არ იქნება.
ეს არის შანსი, თქვენი ყოველდღიური ხარჯებით დაგროვებული ქულები აქციოთ შენაძენად, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდით.
როგორ მუშაობს 50% ფასდაკლება?
სანამ საყიდლების სიას შეადგენთ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ PLUS-ის დაბადების დღის მთავარი პრინციპი:
- გაორმაგებული ქულები: მხოლოდ 5 ივლისს თქვენი PLUS ქულების ღირებულება ორმაგდება. მაგალითად, თუ თქვენს ანგარიშზე 20,000 PLUS ქულაა, სტანდარტულად მისი ღირებულება 50 ლარია, 5 ივლისს კი ის 100 ლარიან ნივთს გაყიდინებთ პარტნიორ ობიექტებში.
- კომბინირებული გადახდა: თუ სასურველი ნივთისთვის ქულები არ გყოფნით, ფიზიკურ მაღაზიებში შეგიძლიათ დარჩენილი თანხა ბარათით, ნაღდი ანგარიშსწორებით ან ნაწილ-ნაწილ დაფაროთ, გაიგეთ როგორ.
არჩევანის გასამარტივებლად, გთავაზობთ 10 იდეას ისეთი ნივთებისთვის, რომელთა შეძენა PLUS-ის დაბადების დღეზე ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.
10 იდეა შენი Wishlist-ისთვის
- Bridgestone-ის საბურავები თეგეტაში
მანქანის სეზონური მომზადება ხარჯებთანაა დაკავშირებული. 5 ივლისი საუკეთესო დროა, რომ დაგროვებული ქულებით ახალი საბურავები შეიძინოთ და თანხის ნახევარი დაზოგოთ.
- Apple-ის ტექნიკა
iPhone, MacBook ან სხვა Apple-ის პროდუქტი იშვიათად ხვდება ფასდაკლებებში. PLUS-ის დაბადების დღეზე კი შესაძლებლობა გაქვთ, სასურველი ტექნიკა გაცილებით ნაკლები დანახარჯით მიიღოთ.
- Dyson-ის მოვლის ტექნიკა
Dyson-ის ფენი, უთო თუ მტვერსასრუტი პრემიუმ ხარისხთან ასოცირდება. გაორმაგებული ქულებით ეს შენაძენი ბევრად ხელმისაწვდომი ხდება.
- Rhode-ის კანის მოვლის პროდუქტები
თუ Rhode-ის პროდუქციის გამოცდა გსურდათ, ახლა საუკეთესო დროა. განაახლეთ თქვენი თავის მოვლის რუტინა და დაზოგეთ თანხა.
- Aloha-ს საზაფხულო კოლექცია
ზაფხული Aloha-ს გარეშე წარმოუდგენელია. მოემზადეთ დასვენებისთვის და შეიძინეთ საცურაო კოსტიუმი თუ აქსესუარები ქულებით.
- Smeg-ის ტექნიკა სამზარეულოსთვის
Smeg-ის ტექნიკა სამზარეულოს ინტერიერს განსაკუთრებულ სტილს სძენს. განაახლეთ სახლი და გახადეთ ყოველდღიურობა უფრო ესთეტიკური.
- YSL Libre-ის სუნამო
სასურველი სუნამო, როგორიცაა YSL Libre, იდეალური შენაძენია. გამოიყენეთ ქულები და მიიღეთ ის, რაზეც დიდი ხანია ფიქრობდით.
- ტურისტული კომპანიის ვაუჩერი
დაგეგმეთ მომავალი მოგზაურობა წინასწარ. შეიძინეთ ტურისტული ვაუჩერი gift.gasa.ge-ზე გაორმაგებული ქულებით და მოემზადეთ ახალი თავგადასავლებისთვის.
- Dreame-ის რობოტი მტვერსასრუტი
რობოტი მტვერსასრუტი ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს. 5 ივლისს მისი შეძენა განსაკუთრებით მომგებიანია.
- ფირსაკრავი მუსიკის სახლში
თუ მელომანი ხართ, ფირსაკრავი თქვენს კოლექციას გაამდიდრებს. PLUS-ის დაბადების დღე შესანიშნავი შანსია ამ შენაძენის გასაკეთებლად.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რისი შეძენაც 5 ივლისს პარტნიორ ობიექტებში შეგიძლიათ. სრულ სიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.




























