მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PLUS-ის დაბადების დღე 100 000-ზე მეტი ასრულებული სურვილი

პლუს
12.08.24 11:41
62

PLUS-ი საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომელმაც წელს უკვე მე-7 დაბადების დღე აღნიშნა და უამრავი ადამიანი დაასაჩუქრა.

ამ სტატიაში გადაავლებ თვალს, რას მოიცავს PLUS ლოიალურობის პროგრამა, როგორ გახდა მისი დაბადების დღე წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა და იმ ადამიანებსაც გაეცნობი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ PLUS პროგრამის დახვეწასა და განვითარებაზე.

როგორ შეიქმნა PLUS?

ქეთევან ვასაძე უფროსი ლოიალობის მენეჯერია და გუნდთან ერთად მუდმივად ცდილობს მრავალფეროვანი და საინტერესო შეთავაზებები შექმნას ლოიალური მომხმარებლებისთვის.

PLUS პროგრამის შექმნის მიზანი ერთის მხრივ ბანკის ლოიალური მომხმარებლების დაფასება და მეორეს მხრივ ამ მომხმარებლების აქტიურობის გაზრდა, სხვადასხვა საბანკო პროდუქტების გამოყენების წახალისება და ამ პროცესში მომხმარებლების დაჯილდოვება იყო…

,,ლოიალურობის პროგრამას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა და დღემდე ინარჩუნებს უნიკალურობასა თუ ინოვაციურობას.

PLUS ქულები პროგრამის მთავარი ბენეფიტია, რომელიც საქართველოს ბანკის ტერმინალზე ან ონლაინ გადახდების დროს ავტომატურად გროვდება. თუ რამდენი ქულა დაერიცხება მომხმარებელს ყოველ გადახდილ 1 ლარზე, დამოკიდებულია ბარათის ტიპსა და ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში მის სტატუსზე. თავად პროგრამა კი მუდმივად განახლებადია და ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლის გამოცდილების დახვეწასა და მის გაუმჯობესებაზე“

რა არის PLUS ქულების პლუსი?

,,PLUS პროგრამაში 2 000 000-მდე უნიკალური მომხმარებელია ჩართული. იმის მიხედვით, თუ რამდენი განსხვავებული საბანკო პროდუქტი აქვთ ამ მომხმარებლებს და რამდენად ხშირად იყენებენ ჩვენს ბარათებს, ენიჭებათ სხვადასხვა სტატუსი.

რაც უფრო მაღალია სტატუსი, მით მეტი უპირატესობით სარგებლობს მომხმარებელი. მაგალითად, PLUS ბარათით გადახდილ ყოველ 1 ლარზე უფრო მეტ PLUS ქულას იღებს, ეს ქულები კი გროვდება მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდების შემთხვევაში.

PLUS-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დაგროვილი ქულებით გადახდის შესაძლებლობაა, ანუ მომხმარებლებს შეუძლიათ თითქმის ყველგან, სადაც საქართველოს ბანკის ტერმინალია, ნებისმიერი ნივთი ან მომსახურება დაგროვებული PLUS ქულებით შეიძინონ. რადგან ლარის მსგავსად, PLUS ქულა ერთგვარი ვალუტაა, 400 დაგროვილი PLUS ქულა 1 ლარს უდრის.

PLUS ქულების დასაგროვებლად ყველაზე კარგი ბარათი PLUS-ია. ქულები სხვა სადებეტო ბარათებითაც გროვდება, თუმცა თუ, მაგალითად, Gold სტატუსი მაქვს, PLUS ბარათით გადახდილ ყოველ 1 ლარზე 2 ქულა მიგროვდება, სხვა ბარათებით კი – 0.5 PLUS-ი

PLUS ქულებს Student Card-ის მფლობელებიც აგროვებენ, თან, განსაკუთრებული კურსით – ყოველ 1 ლარზე 2 PLUS ქულას, სტატუსის მიუხედავად“

რატომ PLUS-ის დაბადების დღე?

PLUS-ის დაბადების დღეს მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან, რადგან სწორედ ამ დღეს სურვილების ასრულება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება

,,PLUS პროგრამის დანერგვის მომენტიდან ვფიქრობდით, ერთი წლის თავზე რა განსაკუთრებული „დღესასწაული“ მოგვეწყო მომხმარებლებისთვის, მთელი წლის განმავლობაში დაგროვებული PLUS ქულების გადაცვლა დასამახსოვრებელი რომ ყოფილიყო”

პირველივე წელს გვქონდა ეს პირობა დაბადების დღეზე, ანუ 50%-იანი ფასდაკლება PLUS ქულებით გადახდისას. მას შემდეგ, პანდემიის პერიოდს თუ არ გავითვალისწინებთ, სულ ამ პირობით აღვნიშნავთ PLUS-ის დაბადების დღეს − 5 ივლისს

ამ დღეს ყველაზე მეტ სარგებელს ჩვენი მომხმარებლები იღებენ“ – ქეთევან ვასაძე, უფროსი ლოიალურობის მენეჯერი

მარიამ ოსკოპელი უმცროსი ლოიალურობის პროგრამის მენეჯერია და აქტიურადაა ჩართული მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნაში.

როგორც თავად გვიყვება, PLUS-ის პარტნიორების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, წლევანდელ დაბადების დღე კი ამ მხრივ განსაკუთრებით მასშტაბური იყო.

,,წელს PLUS-ის დაბადების დღის აქციაში 300-მდე პარტნიორი ჩაერთო, PLUS ქულებით კი 100 000-ზე მეტი გადახდა დაფიქსირდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველაზე დიდი პოპულარულობით გამოირჩეოდა ტექნიკის, ტანსაცმლისა და აქსესუარების კატეგორიები“

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა სურვილების ასასრულებლად აუცილებელი არაა PLUS-ის დაბადების დღეს დაელოდო.

თუკი სიახლეებს ყურადღებით გაეცნობი, იქამდეც არაერთხელ შეძლებ ისარგებლო დიდი ფასდაკლებებით.

საქართველოს ბანკი ხშირად გთავაზობს აქციებსა და ფასდაკლებებს პარტნიორ ობიექტებში, ამ ობიექტების რიცხვი კი იმაზე ბევრია, ვიდრე წარმოგიდგენია.

ასე რომ, ისღა დაგრჩენია გადაამოწმო მობილბანკში დაგროვილი PLUS ქულების რაოდენობა და დაიწყო სურვილების ასრულება.

PLUS შეთავაზებებსა და სხვა დეტალებს ამ ბმულზე გაეცნობი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები