მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PMCG: ღვინის, საფინანსო და ინტერნეტის სექტორში ჩინეთიდან ინვესტიციების ზრდაა მოსალოდნელი

57d8fd4d2b4b7
BM.GE
14.09.16 17:27
2468
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის დადგომისთანავე საქართველოს ექსპორტი გაიზრდება - ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის მკვლევარმა მაია გრიგოლიამ „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებიდანვე მოკლე ვადაში ექსპორტი დაახლოებით 30%-ით გაიზრდება.

„ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, ექსპორტი განსაკუთრებით გაიზრდება ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. კვლევა აჩვენებს, რომ ზრდა იქნება მნიშვნელოვანი და დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებელზე“,- აცხადებს მაია გრიგოლია PMCG-ის კვლევაზე დაყრდნობით, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგები 2015 წელს გამოიკვლია.

მაია გრიგოლიას თქმით, ხელშეკრულება აუცილებლად განაპირობებს ჩინური ინვესტიციების ზრდას საქართველოში. მკვლევარის განცხადებით, კვლევამ გამოკვეთა ის სექტორებიც, სადაც ჩინური ინვესტიციების განხორციელებაა მოსალოდნელი.

„ყველა საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ თავისუფალ ვაჭრობას აუცილებლად თან ახლავს უცხოური ინვესტიციების ზრდა და ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია ჩინეთდან საქართველოში. ის სექტორები, რომლებშიც ჩინეთს მხრიდან უკვე გამოიკვეთა ინტერესი არის ფინანსური სექტორი, ღვინის ინდუსტრია, კომუნიკაცია, ინტერნეტი, მაღალი ტექნოლოგიები“,- აცხადებს მაია გრიგოლია.


გუშინ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშილმა განაცხადა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თავისუფალი ვაჭრობა 2017 წლიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები