მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PMCG: ივლისში airbnb-ზე ბინების საშუალო ფასი საქართველოში 45 დოლარი იყო

5b71641bda5ec
თამუნა ქემერტელიძე
13.08.18 14:52
914
Airbnb -ზე ყველაზე მაღალი ფასები ბინებზე ბათუმში ფიქსირდება.

PMC კვლევითი ცენტრის მიხედვით, airbnb-ზე ბინების საშუალო ფასი (ივლისი) საქართველოში $45-ია.

საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის კი ყველაზე მაღალი საშუალო ფასი სწორედ ბათუმში დაფიქსირდა-$50.

რაც შეეხება სხვა თვითმმართველ ქალაქებს ის ასე გამოიყურება:

თბილისი-$43, ფოთი-$35, ქუთაისი-$30, რუსთავი-$20

შეგახსენებთ: PMC კვლევითი ცენტრი საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასები დღეს გამოაქვეყნა , რომლის მიხედვითაც ივლისში საქართველოში 3* სასტუმროს საშუალო ფასი 148 ლარია, 4* - 254 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი კი 455 ლარია. ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 72 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები