თამბაქოს საერთაშორისო კომპანია Philip Morris International-მა (PMI) გამოაქვეყნა 2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები და გაზარდა 2025 წლის სრული წლის კორექტირებული მოგების პროგნოზი. კომპანიის განცხადებით, პირველ კვარტალში დაფიქსირებული ძლიერი ზრდა უკავშირდება ახალი, უკვამლო პროდუქტების პოპულარობის ზრდას, მათ შორის, ნიკოტინის ბალიშებია, რომლის 20 პროდუქტსაც 2025 წელს FDA-ს გადაწყვეტილებით მიენიჭა მარკეტინგის ავტორიზაცია PMTA-ს განხილვის შედეგად.
კომპანიის წმინდა შემოსავალმა პირველ კვარტალში 9.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2%-ით მეტია. ამ ზრდის ძირითადი მდგენელი სიგარეტის უკვამლო ალტერნატივების სეგმენტის მნიშვნელოვანი მატებაა.
უკვამლო პროდუქტების რეალიზაციიდან PMI-იმ 3.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღნიშნულის გათვალისწინებით PMI-ის აქციების ღირებულება 164 დოლარიდან 171 დოლარამდე გაიზარდა.
PMI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ ოლჩაკმა, პირველი კვარტალის შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ კომპანიამ გამორჩეულად ძლიერ მაჩვენებლებს მიაღწია, რაც გაყიდვების მოცულობის ზრდამ და მაღალმა მოგებამ განაპირობა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უკვამლო პროდუქტების სეგმენტის წარმატებაზე, რომლის წმინდა შემოსავალი 20%-ზე მეტით, ხოლო მთლიანი მოგება 33%-ზე მეტით გაიზარდა.
ინვესტორები პოზიტიურად შეხვდნენ იმასაც, რომ კომპანია აქტიურად ავითარებს მოწევის ალტერნატიულ საშუალებებს.
აშშ-ში ნიკოტინის ბალიშების, ZYN-ის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით გაიზარდა.
PMI-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიას თამბაქოს საერთაშორისო ბაზრის 28.6% უკავია




























