ფილიპ მორის ინთერნეიშენალი (PMI) წვადი სიგარეტიდან ბიზნეს მოდელის ტრანსფორმაციას ახდენს უკვამლო მომავალზე ფოკუსით და კომპანია გლობალურად წამყვანი მოთამაშეა უკვამლო პროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე.
ანგარიშის თანახმად, ფილიპ მორისი ევროკავშირიდან €33.4 მილიარდიან ექსპორტს აჩვენებს 5 წლიან ჭრილში (2019-2023), რომელმაც მხოლოდ 2023 წელს €8.4 მილიარდი შეადგინა. ფილიპ მორისის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების ექსპორტის ღირებულება კონკურენციას უწევს ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნების ტრადიციული სექტორების ექსპორტის მაჩვენებლებს.
თამბაქოს ინდუსტრიის შემზღუდავი რეგულაციური გარემოს მიუხედავად, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიდან გლობალურად გასახურებელი თამბაქოს ექსპორტის სტატისტიკა შთამბეჭადავად გამოიყურება, რაც ევროკავშირში დამზადებული უკვამლო პროდუქტების მიმართ მაღალ საერთაშორისო მოთხოვნაზე მიუთითებს. 2023 წელს ფილიპ მორისის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის ექსპორტმა იტალიიდან €1.8 მილიარდს მიაღწია, რაც ქვეყნის ზეითუნის ზეთის ექსპორტის €2.2 მილიარდიან მაჩვენებელთან ახლოსაა. რუმინეთში PMI-ს გასახურებელი თამბაქოს ექსპორტის მაჩვენებელმა €1 მილიარდს გადააჭარბა 2022 წელს, რაც ამავე ქვეყნიდან ხორბლის €2 მილიარდიან ექსპორტის ნახევარს უტოლდება. აღსანიშნავია ასევე საბერძნეთის მაგალითი, სადაც PMI-ს გასახურებელი თამბაქოს ექსპორტმა €400 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც საბერძნეთის ფეტას ყველის €735 მილიონიანი ექსპორტის 50%-ს პროცენტს აჭარბებს.
EY-Parthenon-ის მიერ მომზადებული კვლევა ფილიპ მორისის დაკვეთით განხორიცელდა და ეფუძნება სოციო-ეკონომიკური ასპექტების ანალიზს. კვლევა ფარავს ევროკავშირის 27 ქვეყნის კომპლექსურ შეფასებას 5 წლიანი პერიოდის ჭრილში (2019-2023).




























