ისტორიაში პირველად, პოკერის საერთაშორისო ტურნირი წელს საქართველოში, კერძოდ ბათუმში გაიმართება. ტურნირების სერია სტარტს 7 სექტემბერს აიღებს და 15 სექტემბერს დასრულდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოში ამ სპორტის განვითარება და ტურისტული პოტენციალის ამაღლებაა.