მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოკერის საერთაშორისო ტურნირების გავლენა ტურიზმზე

საქართველოს სამორინეთა ასოციაცია თიბისი კაპიტალის კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოში მოქმედი ფიზიკური სამორინეების სექტორის პირდაპირი ეკონომიკური გავლენა 944 მილიონ ლარს, ხოლო პირდაპირი და არაპირდაპირი ეკონომიკური გავლენა დაახლოებით 1.7 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამასთან, სამორინეების სათამაშო შემოსავლის (GGR) დაახლოებით 94% უცხოელ ვიზიტორებზე მოდიოდა, რაც ნათლად წარმოაჩენს საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელობას სექტორისთვის. კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ავტორების განმარტებით, ცვლილებების მიზანი საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა და ტურისტული სექტორის, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში, გააქტიურებაა. რამდენად მოემსახურება ამ მიზანს მიღებული ცვლილებები, რამდენად მოიზიდავს პოკერის ტურნირები ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორებს და რას მიიღებს ტურიზმის სექტორი?

სტუმარი: შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები