მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pokomen Go-ს შემქმნელების შემოსავალი წლის ბოლომდე მილიარდ დოლარს მიაღწევს

57d4175868cc1
BM.GE
10.09.16 18:20
1498
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კომპიუტერულმა თამაშმა Pokomen Go მის შემქმენელს 500 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. საინფორმაციო-ანალიტიკური კომპანია AppAnnie-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე მიღებული რეკორდული შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება და 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. პროგნოზის მიხედვით. თამაშის მომხმარებელთა რაოდენობა მზარდია.

თამაშის ჩამოტვირთვა უფასოდ არის შესაძლებელი. მომხმარებელი თანხას მხოლოდ თამაშის პროცესში შესყიდვების დროს ხარჯავს. კვლევის საერთაშორისო ცენტრის YouGov თანახმად, კი ყოველი მეხუთე მოთამაშე დამატებითი განაცხადისთვისაც იხდის თანხას.  Pokemon Go შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, აბსოლუტური რეკორდსმენია. თამაშმა შეძლო და პოექტის ჩაშვებიდან 60 დღის შემდეგ მიმდინარე წლის ივლისში 500 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა.

მომხმარებლის გადახდილი თანხა Pokemon Go -თვის შემოსავლის ერთადერთი წყარო აღარ იქნება. სექტემბრის დასაწყისში იაპონური SoftBank და მაკდონალდსი თამაშის დეველოპერ კომპანიასთან Niantic პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ამიერიდან აღნიშნული კომპანიების 3,700 ობიექტი თამაშის რუქაზე იქნება დატანილი, სადაც მოთამაშეები დამატებითი ბონუსების მიღებას შეძლებენ.

თამაში ოფიციალურად ხელმისაწვდომი ევროპის 27 ქვეყანაში, ასევე ამერიკაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები