მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლ მაკარტნი რიგით მე-18 სოლო ალბომს - “The Boys Of Dungeon Lane” გამოუშვებს

პოლ მაკარტნის ახალი ალბომი

პოლ მაკარტნიმ, ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა და The Beatles-ის წევრმა, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი დააანონსა, რომელიც აღწერილია როგორც “ჯერ არასოდეს გაზიარებული“ მოგონებებისა და ცხოვრებისეული დეტალების ამსახველი კრებული.

ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით The Boys Of Dungeon Lane, შთაგონებულია მისი ბავშვობით, ომის შემდგომი ლივერპულით და სახელიც მოდის Speke-ის რაიონში მდებარე გზიდან, რომელიც მერსის სანაპიროსთან მიდის - ადგილი, სადაც ახალგაზრდა მაკარტნი ხშირად ატარებდა დროს ფრინველებზე დაკვირვებაში.

ალბომის პირველი სინგლი, Days We Left Behind, პირველად BBC Radio Merseyside-ზე გაჟღერდა და მსმენელს სენტიმენტალურ, ნოსტალგიურ განწყობაში ამყოფებს. მარტივი აკუსტიკური აკომპანემენტის ფონზე, მაკარტნი იხსენებს “კვამლიან ბარებსა და იაფ გიტარებს“ და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ლივერპულის მუდმივი ცვლილებისა, “ვერაფერი წაშლის იმ დღეებს, რომლებიც უკან დავტოვეთ“.

2026 წელი სიმბოლურადაც მნიშვნელოვანია - უკვე 69 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაკარტნი და ლენონი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ახალი ალბომი მისი მე-19 სოლო ნამუშევარი იქნება კარიერაში, რომელიც უკვე 60 წელზე მეტს ითვლის და როკმუსიკის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ მაკარტნის წინა ალბომი, McCartney III (2020), პანდემიის პერიოდში თითქმის მთლიანად თავად ჩაწერა, ყველა ინსტრუმენტზე დაკვრით. განსხვავებით ამისგან, ახალი ალბომი შეიქმნა ამერიკელ პროდიუსერთან, ენდრიუ ვოთთან თანამშრომლობით, რომელიც ცნობილია ვეტერანი მუსიკოსებისთვის ახალი ენერგიის მინიჭებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები