მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლ პოგბა მსოფლიოს პირველ პროფესიონალურ აქლემების რბოლის გუნდს შეუერთდა

პოგბა Al Haboob

პოლ პოგბამ, რომელიც კარიერის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “იუვენტუსის” რიგებში თამაშობდა და ახლა “მონაკოს” ფეხბურთელია, თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიოს პირველ პროფესიონალურ აქლემების სარბოლო გუნდ “Al Haboob”-თან. ის გახდება გუნდის ამბასადორი და ერთ-ერთი აქციონერი.

“Al Haboob” მონაწილეობს რბოლებში, რომლებიც გაიმართება სპარსეთის ყურეს თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებში - ბაჰრეინში, ქუვეითში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. გუნდი მიზნად ისახავს მსოფლიოს პირველი სრულად პროფესიონალური აქლემების რბოლის ლიგის შექმნას, რაც ამ ტრადიციულ სპორტს ახალ, საერთაშორისო დონეზე აიყვანს.

აქლემების რბოლა საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ და პრესტიჟულ სპორტად ითვლებოდა არაბეთის ნახევარკუნძულზე. ინდუსტრია უდიდესი ფინანსური ბრუნვის მქონეა ელიტარული, ჩემპიონი რბოლის აქლემები $5 მილიონზე მეტადაც იყიდება. პოგბასთან ერთად გუნდში მნიშვნელოვანი ინვესტიცია რამდენიმე სხვა კომპანიამ და კერძო ინვესტორმაც განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები