მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიცია დაკარგულების მოსაძებნად დრონებს გამოიყენებს

5dbffffc9b1fa
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 21:20
876

შოტლანდიის პოლიცია დრონების სისტემას Remotetly-Piloted Aircraft System-ს (RPAS) ნერგავს, რომლის მეშვეობითაც, დაკარგულების მოძებნა გამარტივდება. როგორც დასავლური მედია იუწყება, შოტლანდიელმა სამართალდამცველებმა ახალი დრონები დღეს წარადგინეს. სპეციალურ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს შეუძლიათ დაინახონ ის, რასაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს. აპარატს გაძლიერებული ოპტიკური კამერა აქვს და დაფიქსირება 150 მეტრის რადიუსში შეუძლია.


BBC-ის ცნობით, მოწყობილობაში ინტეგრირებული ამოცნობის სისტემა კომპაქტური და მჭიდროა, მისი მართვა სმარტფონიდან არის შესაძლებელი. თავად დრონს კი, მაღალტექნოლოგიური სენსორული სისტემა გააჩნია, რომელსაც ობიექტის სკანირება და მონაცემების დადგენა შეუძლია.


პოლიციამ ახალი დრონები წარმატებით დატესტა. ოფიციალურად მათ დიდი ბრიტანეთის ქალაქ გლაზგოში ტექნოლოგიურ სამიტზე უახლოეს პერიოდში წარადგენენ, რის შემდეგაც სამართალდამცველები მას პრაქტიკაში გამოიყენებენ.

შოტლანდიის პოლიცია ახალ დრონებს დაკარგული და საფრთხის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მოსაძებნად, ასევე სამაშველო ოპერაციებისთვისაც გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები