მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიციამ ფესტივალ "Echowaves"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 პირი დააკავა

5d658cd636db1
BM.GE
27.08.19 23:52
1698
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ანაკლიაში, ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს.

პოლიციამ 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 - ქურდობის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისაგან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამი დაკავებულისგან კი ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით და 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო - შსს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები