მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიციაში იმ სამშენებლო კომპანიის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლის აშენებულ კორპუსშიც გუშინ აფეთქება მოხდა

5c405e5c0adde
BM.GE
17.01.19 14:50
1051
დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში სამშენებლო კომპანიის „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

„ელ ჯგუფი“ ის კომპანიაა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გრძელდება ასევე მოქალაქეების გამოკითხვა.

ამ დრომდე მიმდინარეობს ასევე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლების გამოკითხვა.

დიდ დიღომში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები