მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციის ქალაქის მშენებლობა ₾131 მლნ დაჯდება - ტენდერი გამოცხადდა

637620d08cece
BM.GE
17.11.22 16:00
3451
საქართველოს მთავრობა თბილისში პოლიციის ქალაქის მშენებლობას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, ახალი უბანის მშენებლობა 131.4 მილიონი ლარი დაჯდება.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი უბანი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება და ის 1,100 ბინაზე იქნება გათვლილი. შესაბამისად, ერთი ბინის სავარაუდო ღირებულება 119,000 ლარით განისაზღვრება.

ტენდერის მიხედვით, პრეტედენტმა კომპანიებმა შსს-ს უნდა შესთავაზონ საკუთარი საინჟინრო პროექტები, ასევე ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა.

შსს-ს საკუთრებაში არსებული ტერიტორია 152,921 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

განაცხადის თანახმად, პრეტედენტს უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 250 მილიონი ლარის უძრავი ქონების პროექტები, ხოლო მის მიერ აშენებული ნაგებობების ფართობი არანაკლებ 90,000 კვადრატულ მეტრს უნდა შეადგენდეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მოთხოვნა კომპანიის საბანკო საკრედიტო ხაზის შესახებაც. უწყება პრეტენდენტებს სთხოვს წარმოადგინონ არანაკლებ 30 მილიონი ლარის საკრედიტო ხაზის დამადასტურებელი ინფორმაცია.

ტენდერში კომპანიებმა საკუთარი წინადადებები 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ.

პოლიციის ქალაქის პროექტი რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები