მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიეთილენის პარკების მეორადი გადამუშავება - სამინისტროს ახალი გეგმა

BM.GE
09.12.21 12:22
842
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შეიმუშავა.

დოკუმენტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა.

დოკუმენტი10-წლიან სტრატეგიას და 5-წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს, რომლებშიც წარმოდგენილია კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს პლასტმასის მართვის სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვა, სადაც პრიორიტეტი პლასტმასის პრევენციას, ხელახლა გამოყენებასა და გადამუშავებას ენიჭება.

პლასტიკის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს პლასტიკის მართვის მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებს, რომელთა შესრულებაც პლასტმასის ნარჩენების პრევენციას შეუწყობს ხელს.

ამ პროცესში ჩართულები არიან ქვეყანაში მოქმედი პოლიეთილენის პარკების საწარმოებიც, რა შეთავაზება მიიღო ბიზნესმა და როგორ იგეგმება ნარჩენების ხელახალი გადამუშავება მათ სექტორში?

სტუმარი: მელიტა ტყაბლაძე - აა პლასტის იურისტი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები