მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკას გავლენა აქვს, თუმცა ბიუჯეტის ზრდა - განვითარება დიდწილად ბიზნესმენებზეა დამოკიდებული - თემურ ჭყონია

ბიზნესმენი

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ეკონომიკაზე პოლიტიკის გავლენის მიუხედავად ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა-განვითარება დიდწილად ბიზნესმენებზეა დამოკიდებული. ასე უპასუხა მან bm.ge-ის კითხვას როგორ აისახება წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყნის ეკონომიკაზე.

“მართალია, პოლიტიკას გავლენა აქვს, თუმცა ბიუჯეტის ზრდა და განვითარება დიდწილად ბიზნესმენებზეა დამოკიდებული” - აცხადებს ამერიკული “კოკა კოლას” და “მაკდონალდსის” საქართველოს წარმომადგენლობების დამფუძნებელი და წინასაარჩევნო განწყობებსა და არჩევნების გავლენაზე საუბრობს.

"ხშირად, როცა ვიკრიბებით ვსაუბრობთ ბიზნესზე, ოჯახზე, სპორტზე... ახლა სულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. გვაიძულეს პოლიტიკოსებმა, რომ პოლიტიკაზე ვისაუბროთ, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც პოლიტიკოსებმა ყველა მიმართულებით გაგვიკეთეს. წლების განმავლობაში, სულ ერთი და იგივე კითხვა ისმის - რა იქნება, რა გვეშველება, როდის მთავრდება, როდის დაიწყება - ეს შიზოფრენიის დონეა”, - ამბობს თემურ ჭყონია BMG-სთან.

ბიზნესმენი ამბობს, რომ დღეისთვის ქვეყანაში დარჩენას და უსამართლობასთან ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

BMG-ისთან ინტერვიუში თემურ ჭყონია სანქცირებული მოსამართლეების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს როგორც თავად სამართლის დამცველებისთვის, ასევე ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

“ჩვენ სამშობლოს უსამართლობის გამო ვერ დავტოვებთ. ეს სამშობლოს ღალატია. ახლა ჯერჯერობით იმ ეტაპზე ვართ, რომ უსამართლობას ვეწინააღმდეგებით, ბრძოლა არ დაგვიწყია, მაგრამ უსამართლობას ვუწევთ წინააღმდეგობას. მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლეები არიან სანქცირებული. რამდენიც არ უნდა დაიცვა სანქცირებული მოსამართლე და როგორც არ უნდა შეფუთო, უკვე არ ვარგა. მოსამართლე თავად არ გაუფრთხილდა თავის იმიჯს და ჩვენ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ. ადამიანი, რომელიც თავის სპეციალობას და ამხელა წოდებას დააყენებს ეჭვქვეშ და მას დაასანქცირებენ, ეს რა მოსამართლეა. მოსამართლემ მე უნდა დამიცვას და მე ვიცავ მოსამართლეს? ეს ნონსენსია”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები