საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთი დახმარება იქნა გაწეული. გრანტები მიემართებოდა როგორც კონკრეტული სექტორების და კონკრეტული ბიზნესების დაფინანსებისთვის, ისე რეფორმების განხორციელებისა და განათლების დონის ზრდისთვის. შესაძლებლობების კიდევ უფრო დიდი ფანჯარა გაიხსნა მას შემდეგ რაც ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. იყო შანსი, რომ რეფორმებით პროგრესი გვეჩვენებინა და დაფინანსების წყაროები რამდენჯერმე გაგვეზარდა. რა რეალობის წინაშე დადგა დღეს ქართული ბიზნესი და რას უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით?
სტუმარი: გენო გელაძე - მართვის კომპანია GGM-ის მმართველი