მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოლიტიკოსები სარგებლობენ მოსახლეობის განათლების დაბალი დონით"

5b5f0221ed13e
ლევან თაღიაშვილი
30.07.18 18:00
1987
პოლიტიკური პარტია "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკოსები ხშირად სარგებლობენ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და განათლების დაბალი დონით ეკონომიკურ საკითხებში, რის გამოც ხშირად აქცენტები სოციალურ და მარტივად გასაგებ საკითხებზე კეთდება".

"ზოგადად პოლიტიკოსები საქართველოში ცხადია სარგებლობენ იმით, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა და განათლების დონე ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში არის ძალიან დაბალი. სწორედ ამიტომ, თუ ნახავთ საარჩევნო კამპანიებს, დაპირებების დიდი ნაწილი მოდის ისეთ საკითხებზე, რომელსაც დიდი ახსნა არ სჭირდება. მაგალითად, პენსიები არის ყველაზე პოპულარული. გაცილებით რთულია დაპირდე ისეთი რამ, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი გაზრდა ან სხვა რამ, საიდანაც უშუალო სარგებელს ადამიანები ვერ იგრძნობენ, იმიტომ რომ ვერ აკავშირებენ საკუთარ კეთილდღეობას ზოგადად ეკონომიკურ დონესთან. ამ თვალსაზრისით ცხადია პოლიტიკოსები სარგებლობენ და ამიტომაც ძირითადად აქცენტები სოციალურ თემებზე კეთდება." განაცხადა ჯაფარიძემ BM.GE-სთან საუბრისას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები