მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება" - ევროკომისიის სპიკერი

სს

ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ის საკუთარ გვერდზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

მისი მოსაზრებით, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, აღნიშნული „ავტორიტარული ტაქტიკაა“.

“საქართველო: პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ავტორიტარული ტაქტიკაა, იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, - წერს ჰიპერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები