მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია - ევროკავშირის ელჩი

648db3030c2a2
BM.GE
17.06.23 17:18
563
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია,- ასე ეხმაურება საქართველოსი ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს.

"წავიკითხე გარკვეული ცნობები. არ ვარ სრულად ინფორმირებული, რა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ იქნება გამოძიებული. რაც შეგვიძლია ვთქვათ ხმამაღლა და ცხადად, ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია. ეს არ არის მისაღები არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია საქართველოში არასდროს გაუარესდება პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობის ნიშნულამდე. ეს არ უნდა იყოს შეწყნარებული არც საქართველოში და არცერთ სხვა ქვეყანაში", - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, ბორჯომში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ ბანაკს მოქალაქეების ჯგუფი თავს დაესხა და იქ მყოფ სტუდენტებს და მოსწავლეებს საღებავები შეასხეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები