ქსელური მარკეტების წილი FMCG ბაზარზე იზრდება, თიბისი კაპიტალის პროგნოზით ორგანიზებული ბაზრის წილი 2024 წელს 41%-ს მიაღწევს, ხოლო 2025 წლისთვის 45%-მდე გაიზრდება. ამ დრომდე ბაზრის ნახევარზე მეტი მოდის ისეთ რიტეილერებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ქსელურ მაღაზიებს, თუმცა მათი საბაზრო წილი მცირდება, TBC Capital-ის მიხედვით, ბაზრის ორგანიზებული მოთამაშეების წილები ძირითადად რეგიონული ექსპანსიის ხარჯზე იზრდება, სადაც ამ დრომდე არ იყვნენ ქსელური სუპერმარკეტები ფართოდ წარმოდგენილი. როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე FMCG ბაზრის კონიუქტურა, მოუწევთ თუ არა ბაზრის მოთამაშეებს დაგეგმილი საინვესტიციო გეგმების შეცვლა და რა ასახვა შეიძლება ჰქონდა ამას როგორც კომპანიებზე, ისე თავად მომხმარებელზე?