ნებისმიერ კრიზისს, როგორც წესი მომხმარებელთა ქცევის ცვლილება მოჰყვება, ადამიანები არააუცილებელი ხარჯების შემცირებას იწყებენ, რაც თავის მხრივ კომპანიების შემოსავლების შემცირებას განაპირობებს და ბიზნესს ხარჯების ოპტიმიზაციისკენ უბიძგებს. რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი სამომხმარებლო ბაზარზე ნეგატიურად უკვე აისახა და მეტიც, სტატუს კვოს შენარჩუნების შემთხვევაში, ბიზნესი კიდევ უფრო უარესი სცენარისთვის ემზადება. რა გავლენას მოახდენს კრიზისის დროს, მომხმარებელთა შეცვლილი ქცევა ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე?