ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დეკემბერში დასაქმების ბაზარზეც აისახა. PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, დეკემბერში jobs.ge-ზე 4,964 ვაკანსია გამოქვეყნდა. ნოემბერთან შედარებით კლება 20.2%, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 5%-ია. ვაკანსიების კლებაზე საუბრობენ ქვეყნის კიდევ ერთ მსხვილ დასაქმების სააგენტოშიც. გამოკვეთილია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, სადაც ფაქტობრივად ახალ კადრებს აღარ ეძებენ. როგორ მოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შრომის ბაზარზე და განსაკუთრებით რომელ სექტორებშია შემცირებული ვაკანსიები.