პოლიტიკური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები - ამ თემაზე მრგვალი მაგიდა გაიხსნა, რომლის ორგანიზატორი ევროკავშირ საქართველოს ბიზნეს საბჭოა. რა შეიძლება გააკეთოს ბიზნესმა შექმნილ ვითარებაში და როგორ აისახება დასავლეთისგან იზოლაცია საქართველოს ეკონომიკაზე - ამ საკითხებზე მსჯელობაა შეკრების მიზანი. ბიზნეს სექტორის ნაწილის შეფასებებით, დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეპუტაციული რისკია და შექმნილ კრიზისში საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. რა შეფასებები კეთდება შეხვედრაზე?