მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური მოვლენების გავლენა Airbnb-ის ბაზარზე

თბილისში მდებარე სასტუმროების დიდი ნაწილი პოლიტიკური ვითარების გამო ჯავშნების გაუქმებაზე და სტუმრების მასიურ გადინებაზე საუბრობენ. რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარის შალვა ალავერდაშვილის თქმით, განთავსების ობიექტების 70% აბსოლუტურად ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს მიმდინარე თვის განმავლობაში ვალდებულებების გასტუმრების პრობლემაც დაუდგება.

სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს სწრაფად აიღონ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა, დაუბრუნდნენ ევროპულ გზას და განტვირთონ ვითარება როგორც მთლიანად ქვეყანაზე, ისე ტურიზმის ინდუსტრიაზე.

რა მდგომარეობაა Airbnb-ის ბაზარზე?

სტუმარი: ნიკა ანჯაფარიძე - wehost-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები