მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეკლამაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

5bd01104e16f5
მარიამ ადამია
24.10.18 10:27
782
აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგებით ჩანს, რომ 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დახარჯა და ჯამში მილიონ 929 613 ლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე სარეკლამო ხარჯებით, პარტია თავისუფალი საქართველოა - 917 95 ლარი.

60 356 ლარის სარეკლამო ხარჯი უფიქსირდება ევროპულ საქართველოს.

13 62 ლარი დაუჯდა რეკლამა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. პარტიამ ეს თანხა რეკლამაზე 3 დან 16 ოქტომბრის პერიოდში დახარჯა.

ამავე პერიოდში, ლეიბორისტულმა პარტიამ რეკლამაზე, სულ 3 700 ლარი დახარჯა.

430 ლარი კი პარტია - თავისუფლებას.

საანაგრიშო პერიოდში სარეკლამო ხარჯი არ უფიქსირდება არც “თავისუფლ დემოკრატებს”, არც ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩს და არც სხვა პოლიტიკურ პარტიას ან სუბიექტს.

რაც შეეხება 3 ოქტომბრამდე პერიოდს, სექტემბერში, სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ხარჯი 200 514 ლარს უტოლდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - 300 633 ლარია. ევროპულმა საქართველომ 201 711 ლარი დახარჯა. ლეიბორისტულმა პარტიამ - 1 500 ლარი. გირჩს კი, არც ამ პერიოდში გაუღია ხარჯი რეკლამაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები