მიმდინარე პროცესების ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ეფექტის გამოსაკვლევად საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ 256 წევრ ორგანიზაციაში მოკვლევა ჩაატარა. შედეგების მიხედვით ჯავშნების გაუქმება/გადავადება 35%-იდან 100 %-მდე მერყეობს. სამომავლო ჯავშნები კი გაუქმებულია 10-დან 35%-ის შემთხვევაში.
ასოციაციის ცნობით, განსაკუთრებით თვალსაჩინო ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით არსებული შეფერხებაა, რაც ნოემბერ-დეკემბერში სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.
დღეს ვისაუბრებთ გავლენაზე ქუთაისისთვის, რა ხდება რეგიონში რომელიც პირველი ხედავს ევროპელი სტუმრების შემოსვლას ქვეყანაში?
სტუმარი: ლაშა ბერეკაშვილი - Travel To Georgia-ს დირექტორი