მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიტიკური რეპრესიები საქართველოს უფრო და უფრო აშორებს EU-სგან - პეტერ ფიშერი

გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ძალადობის გაზრდილი შემთხვევები საქართველოს უფრო და უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ამის შესახებ დიპლომატი X-ზე წერს.

"სევდიანი დღეა საქართველოში. გასულ კვირებში ყველა საუბრობდა საშობაო სიყვარულსა და მშვიდობაზე, ბედნიერ ახალ წლებსა და ეროვნული დროშის დღის ერთიანობაზე.

ამ დროს, პოლიტიკური რეპრესიებისა და ძალადობის შემთხვევები მზარდია. ეს საქართველოს უფრო და უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს", - წერს გერმანიის ელჩი.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას გუშინ, გვიან ღამით, სასტუმროში დაესხნენ თავს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები