მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური რყევების გავლენა შრომით ბაზარზე

საქსტატის მონაცემებით გასული წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით უმუშევრობა 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა. ამავე დროს და ამ მონაცემების განხილვისას მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ 2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.5 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.9 პროცენტული პუნქტით და 45.4 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს. 2023 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69% პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები