მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა ედება

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი

ძველ თბილისში, პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა ედება.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები