პოლიციამ დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა მედიაში გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ აქციის მონაწილეები მიწისქვეშა გადასასვლელით ქაშვეთის მხარეს გადავიდნენ და იქ გაგრძელდა მსვლელობა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი მსვლელობა აქციების ფარგლებში დაკავებულ პირებს ეძღვნებათ. აღსანიშნავია, რომ გუშინდელი დაკავებების გამო, ორგანიზატორებმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართეს, რომ არავითარ კონტაქტში არ შესულიყვნენ სამართალდამცველებთან.

























