მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიციელები მიათრევენ პოლიტიკურ ლიდერებს, ჩხრეკენ პარტიების და აქტივისტების ოფისებს - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტს სახელი უნდა შეეცვალოს და ეწოდოს "რეპრესიები საქართველოში".

"რეპრესიული ძალები მიათრევენ პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიის ოფისები იჩხრიკება და ნივთებს იღებენ, ასევე ჩხრეკენ ახალგაზრდული საპროტესტო ორგანიზაციების ოფისებს. ამას კი პრემიერი "პრევენციას" ეძახის", - წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, 4 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიების ოფისებისა და აქტივისტების სახლების ჩხრეკის შემდეგ აცხადებს, რომ ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები. დააკავეს ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები