პოლონეთის არმიის მოდერნიზაციისთვის 2026 წლამდე ქვეყნის ბიუჯეტიდან 42,4 მილიარდ დოლარი დაიხარჯება.
როგორც უცხოური გამოცემები ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყებიან, პოლონეთის ავიაციამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 32 ამერიკული გამანადგურებელი „ეფ-35“ დამატება გადაწყვიტა, რომელსაც ამერიკისგან უახლოეს პერიოდში შეიძენენ.
ამას გარდა, ოფიციალურმა ვარშავამ შტატებს თხოვნით მიმართა, გასცეს ნებართვა, რათა პოლონეთმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ „ჰერკულესისა“ და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ FGM-148 ჯაველინის“ ყიდვა მოახერხოს.

























