ექსპოზე რომელიც 3 დღე გაგრძელდება ქართულ კომპანიებთან ერთად სტუმრებს 20 სხვა და სხვა ქვეყნიდან 220-მდე კომპანია ხვდება და მათ შორის არიან პოლონური კომპანიები რომლებიც სხვა და სხვა პროდუქტს მათ შორის სამშენებლო ბლოკებს, წყლის მრიცხველებს, მოდურ სახურავებს. ფარდაჟალუზებსა და არაერთ სხვა მიმართულების პროდუქტს მოიცავს. პოლონეთთან საქართველოს კავშირები რიცხვებშიც საინტერესოა, ბოლოს განახლებულ ტურიზმის სტატისტიკაშიც ჩანს რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ტურისტი პირველ კვარტალში ქვეყანაში სწორედ პოლონეთიდან გვყავდა- 11,734. საქმიან ურთიერთობებში იმპორტის მაჩვენებლებში იანვარ-მარტში პოლონეთთან $72.8 მლნ იყო და ზრდა - 23%-ია. პოლონური კომპანიების საქართველოს ეკონომიკასთან უფრო მჭიდრო კავშირების გასაბმელად და კონტაქტებისთვის პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტო სხვა და სხვა აქტივობებს წლებია ახორციელებს.
სტუმარი: გვანცა გრიგალაშვილი - პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი;