საქართველოს და პოლონეთს მრავალწლიანი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში, რაშიც, ქართულ კომპანიებს ეხმარება “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება”.
ამასთან, პირდაპირი ფრენები ვარშავასა და თბილისს შორის და ვარშავას, კრაკოვს, ვროცლავს, კატოვიცეს, გდანსკსა და ქუთაისს შორის ავითარებს ორივე ქვეყნის ტურისტულ სექტორებს და ხელს უწყობს ორმხრივი თანამშრომლობის დამყარებას სხვადასხვა სფეროში.
პოლონური საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოს საგარეო ვაჭრობის ოფისი თბილისში მხარს უჭერს პოლონური ექსპორტისა და ინვესტიციების განვითარებას საქართველოში. პოლონეთ-საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პალატა ეხმარება ორივე ქვეყნის მეწარმეებს პოლონეთსა და საქართველოში საქმიანობაში. საგარეო ვაჭრობის ოფისის პროგრამებში არაერთ ქართულ კომპანიას მიუღია მონაწილეობა.
ინტერვიუერი: სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;
სტუმრები: გვანცა გრიგალაშვილი - პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს საგარეო ვაჭრობის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში;
ნიკა ვადაჭკორია - Sellford-ის დირექტორი;