პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვიზიტს არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ინტერვიუში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა.
დუდას თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიების საჭიროებას იზიარებს.
„მას [სალომე ზურაბიშვილმა] მიაჩნია, რომ არჩევნების შედეგები მრავალ დონეზე დამახინჯდა",- თქვა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოში და რუსეთს სურს მისი ხელში ჩაგდება.