მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვის შემდეგ ილონ მასკს მიმართა

სიკორსკი

უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადისლავ სიკორსკიმ 14 ოქტომბერს SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს მიმართა.

"ჰეი, ილონ მასკ, დიდო ადამიანო, შენი პროდუქტებით პოლიტიკურ თამაშებს ისევ დაუბრუნდი? როგორც შენი ევროპელი მომხმარებლები, ჩვენ გაკვირდებით", - დაწერა სიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.

14 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვითი ტექნოლოგიების საკითხებში სერჰი ბესკრესტნოვმა დაადასტურა, რომ ღამით SpaceX-მა გადაადგილებისას Starlink-ის ტერმინალებზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა.

შეფერხების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა და მოხალისემ სერჰი სტერნენკომაც გაავრცელა, მოგვიანებით კი მან შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ მიღებულ ცნობებზე ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები