მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - რა აჩვენა ეგზიტპოლმა?

23

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა, თუმცა გამარჯვებულის განსაზღვრა ჯერჯერობით რთულია, რადგანაც კანდიდატებს შორის ხმების მცირე განსხვავებაა.

მეორე ტურში ერთმანეთს პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკის პარტიის ლიდერი რაფალ ტრჟასკოვსკი და ნაციონალისტი ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი დაუპირისპირდნენ.

ეგზიტპოლის თანახმად, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი "სამოქალაქო პლატფორმიდან“ ლიდერობს ხმების 50.3%-ით, ხოლო "ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორმა კაროლ ნავროცკიმ კი 49.7% მოიპოვა.

ეგზიტპოლის ცდომილების გათვალისწინებით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, ვინ არის გამარჯვებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები