მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთი

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ მმართველი კოალიციის კანდიდატ, ლიბერალი რაფალა ტშასკოვსკიზე გაიმარჯვა.

1 ივნისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის აქტივობა 71.63% იყო.

არჩევნების დასრულების შემდეგ კაროლ ნავროცკიმ პირობა დადო, რომ პოლონეთში პატრიოტულ ბანაკს გააერთიანებს, იმ ადამიანების ბანაკს, რომლებსაც არალეგალი მიგრანტების გარეშე ნორმალურ პოლონეთში ცხოვრება სურთ. BBC წერს, რომ პოლიტიკური მიმომხილველების შეფასებით, ნავროცკის გამარჯვება პოლონეთსა და ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობებს დაძაბავს, რადგან ნავროცკი ბრიუსელისა და კიევის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ის ასევე უკრაინის ნატო-ში მიწვევისა და ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია.

პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მიერ ყველა ოლქის მასშტაბით გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნავროცკიმ ხმათა 50.89%, ხოლო ტშასკოვსკიმ - 49.11% მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები