პოლონეთმა მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა. ინფორმაციას პოლონეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
პრემია მზია ამაღლობელის კოლეგამ, ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ ჩაიბარა.
"30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის პრემიის გადაცემის ცერემონია. პრემია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაიცემა დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
წლევანდელი პრემიის ლაურეატი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გახდა.
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას თანდასწრებით, ჯილდო მას პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გადასცა.
პრემია მზია ამაღლობელის კოლეგამ, ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ ჩაიბარა. ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის პრემია 2014 წელს დაარსდა, ხოლო 2024 წელს მისი გადაცემის ტრადიცია განახლდა.
პრემიის ლაურეატები არიან ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვასა და განმტკიცებაში", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.





















