მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელ 8 პირს

საზღვარი

პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელ 8 პირს, „რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენებაზე“.

ამასთან, პოლონეთი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს.

“საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე.

პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ეს პოლონეთის მხრიდან საქართველოს მიმართ დაწესებული სანქციების პირველი პაკეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები