დღეიდან, პოლონურ ბრენდებზე ფასდაკლებები დაიწყო. პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისმა, პარტნიორ ქსელებთან ერთად პრომო აქტივობები დააორგანიზა, რომლის ფარგლებში მომხმარებელი პოლონური პროდუქტის შეძენას სპეციალურ ფასებად შეძლებს. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში პოლონური ბრენდების პოპულარიზაციაა. მარიამ იზორიამ პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან ერთად ყველა ის ობიექტი მოინახულა სადაც შეთავაზებები ვრცელდება.